ახალციხეში გარდაცვლილ მედდას ხვალ დაასაფლავებენ

22.03.21 11:52
ახალციხეში გარდაცვლილ მედდას ხვალ დაასაფლავებენ

ახალციხეში გარდაცვლილ  მედდას ხვალ დაასაფლავებენ,  ოჯახი კი სამართლებრივი დავის დასაწყებად ემზადება. 27 წლის ქალის ახლობლები საჩივარს იმ საავადმყოფოს წინააღმდეგ შეიტანენ, სადაც მეგი ბაქრაძემ სიცოცხლის ბოლო საათები გაატარა. დაღუპულის ოჯახი კონკრეტული მტკიცებულების გასაჯაროვებითაც იმუქრება, მაგრამ რა მასალებზეა საუბარი ჯერ არ ამხელენ, არ არის გამორიცხული სისხლის სამართლებრივი პასაუხისმგებლობა დადგეს იმ ექიმების, რომლებიც სამუშაო საათებში სამსახურში არ იმყოფებოდნენ.  გარდა ამისა, ბაქრაძეები დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ. ოჯახი პოზიციას არ ცვლის და კვლავ ირწმუნება, რომ მედდის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობის ბრალია, ოჯახი ამბობს, რომ ყველა იმ ექიმის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება.

აცრის პროცესში ადგილზე უნდა ყოფილიყო ის  10 ექიმი და სასწრაფოს ბრიგადაც, გემოგლობინი ჰქონია დაბალი, ვიღაცა მედდამ, თუ ექიმმა, მისცა 2 ტაბლეტი , თვითონაც არ იცოდა, რა წამალი იყო, ერთი წინა საღამოს დალია, მეორეს ვაქცინის მიღების შემდეგ აპირებდა, ეს წამალი რომ დაალევინეს, თავის ტკივილი დაეწყო.  ვინც დამნაშავეა, ყველა უნდა დაისაჯოს - აცხადებს გარდაცვლილი მედდას მეუღლე. 

 იმ ფაქტს, რომ 27 წლის მეგი ბაქრაძე ახლაციხეშივე გარდაიცვალა, ადასტურებს მედდის მეუღლის ძმაც. ის ამბობს, რომ მისი რძლის სანახავად კლინიკაში მივიდა და დახვდა ასეთი სურათი: მეგი ბაქრაძე საწოლზე იწვა და ზეწარი ჰქონდა გადაფარებული თავზე. 

მეგი ბაქრაძის ოჯახმა უკვე აიყვანა ადვოკატი და მედდის დაკრძალვის შემდეგ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას გეგმავს.