ე.წ. ხელისუფლება ვერასოდეს ნახავს მორჩილ თეატრს, ის იბრძოლებს თავისი თითო რიგითი ჯარისკაცისთვის - დემეტრაძე
ხელოვანები რეჟიმის წინააღმდეგ ახალ და მასშტაბური პროტესტს იწყებენ. მსახიობ ეკატერინე დემეტრაძის თქმით, "ე.წ. ხელისუფლება ვერასოდეს ნახავს მორჩილ თეატრს".
დემეტრაძის თქმით, თეატრი აუცილებლად იბრძოლებს "თავისი თითო რიგითი ჯარისკაცისთვის", დაჭერილი მსახიობებისთვის და ყველა იმ ადამიანის თავისუფლებისთვის, ვინც ივანიშვილის რეჟიმმა დაატყვევა.
ჩვენი ე.წ. ხელისუფლება ვერასოდეს ნახავს მორჩილ თეატრს. ახლა ნახავენ თეატრს, რომელიც არ იქნება მორჩილი და იბრძოლებს თავისი თითო რიგითი ჯარისკაცისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი სამშობლოს სიყვარულისთვის უკანონოდ არიან დაკავებულები. ჩვენ, აუცილებლად ვიდგებით თოთოეული მათგანის გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში - სამართალი იყოს სასამართლოში, პოლიციას ჰქონდეს ლეგიტიმაცია, ხელისუფლებას ჰქონდეს ლეგიტიმაცია", - ამბობს ეკატერინე დემეტრაძე.
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ქვეყნაში რეჟიმის წინააღმდეგ ახალი და მასშტაბური პროტესტი იწყება. ავანგარდში ხელოვანები იქნებიან. საპროტესტო ვიდეო - რგოლს "ახალი თეატრი" აქვეყნებს და მოქმედებაზე გადასვლას აანოსნებს.
მსახიობები, რეჟისორები და სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს დავით აღმაშენებლის გამზირზე, ზუსტად 18:00 საათზე ელოდებიან, სადაც საზოგადოებას ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს გააცნობენ.