ხელოვანების ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - "ახალი თეატრი" საპროტესტო მანიფესტს აანონსებს
"ქართული ოცნებისთვის" ხელოვანების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა შუაღამისას საპროტესტო ვიდეო გამოაქვეყნა და დააანონსა, რომ 23 იანვარს ხალხს თეატრის წინ ელოდება.
ხელოვანები მოქალაქეებს დავით აღმაშენებლის გამზირზე, ზუსტად 18:00 საათზე ელოდებიან, სადაც საზოგადოებას ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს გააცნობენ.
21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა❗️ ჩვენ ვიწყებთ❗️ გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ❗️ სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს ❗️ შევხვდებით თეატრის წინ ❤️ დავით აღმაშენებლის გამზირი #127 #ესქვეყანაჩემია", - წერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.
ცნობისთვის, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა ივანიშვილის რეჟიმს ულტიმატუმი 11 იანვარს წაუყენა - ხელოვანები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პოლიტპატიმრები 20 იანვრამდე გაეთავისუფლებინათ.