23 იანვარს დაგანახებთ ჩვენს თავს! ნახავთ, რა ძალა აქვს თეატრს! - დოიაშვილი

21.01.25 15:33
23 იანვარს დაგანახებთ ჩვენს თავს! ნახავთ, რა ძალა აქვს თეატრს! - დოიაშვილი

 

 

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი 23 იანვარს თეატრის სულ სხვანაირ ძალას იგრძნობს. 

23 იანვარს დაგანახებთ ჩვენს თავს! ნახავთ, რა ძალა აქვს თეატრს!  - ამბობს რეჟისორი და დარწმუნებულია, რომ მანიფესტს ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი შეუერთდება. 

დოიაშვილის თქმით, ხელოვანები ერთიანობას და ერთმანეთის დაცვას არ შეწყვეტენ, პირიქით, პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. 

პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომ ეს ბიჭები დარჩნენ ციხეში და ჩვენი მოთოვნა იყო, რომ გადაეხედათ, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს, ისევე როგორც არ გაითვალისწინეს 2000 ხელმოწერა და ჩვენი მიმართვა. ნუ, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვერ გვხედავენ და არ ვარსებობთ, 23 იანვარს დაგანახებთ ჩვენს თავს, ნახავთ, რა ძალა აქვს თეატრს. ეს იქნება ჩვენი თეატრის მანიფესტი, რომელშიც შემდეგში დარწმუნებული ვართ, შემოგვიეთდებიან ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ვაჩვენებთ ძალიან დიდ სოლიდარობას და ვაჩვენებთ მთავარს - თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ ერთმანეთი და ეს იქნება გადამდები", - ამბობს დავით დოიაშვილი. 

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ქვეყნაში რეჟიმის წინააღმდეგ ახალი და მასშტაბური პროტესტი იწყება. ავანგარდში ხელოვანები იქნებიან. საპროტესტო ვიდეო - რგოლს "ახალი თეატრი" აქვეყნებს და მოქმედებაზე გადასვლას აანოსნებს.

მსახიობები, რეჟისორები და სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს დავით აღმაშენებლის გამზირზე, ზუსტად 18:00 საათზე ელოდებიან, სადაც საზოგადოებას ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს გააცნობენ. 

 

მსგავსი სიახლეები