"ტიტე აროშიძე სუს-ის პროექტია" - ვინ ჰყავდა მობილიზებული დღეს "ოცნებას" ბსუ-ში?
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეჟიმის ხელში გადავიდა - რექტორის პოსტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "ოცნებიდან" ტიტე აროშიძემ ჩაიბარა. ამ პოსტზე ის აკედემიურმა საბჭომ დიდი ხმაურის და სტუდენეტების პროტესტის ფონზე აირჩია.
აქციის მონაწილეების თქმით, აროშიძის დასაცავად "ოცნებას" ადგილზე "ტიტუშკები" ჰყავდა მობილიზებული, რომლებიც "პირველებთან" საუბრისას თავს სტუდენტებად ასაღებდნენ.
სტუდენტი ვარ, იურიდიულზე ვსწავლობ, უბრალოდ აქ არა. ბატონი ტიტეს მხარდასაჭერად მოვედი. საშვი მჭირდება, რომ გადავადგილდე უნივერსიტეტში?
ასევე უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელებიც, რომლებსაც ადგილზე მიმდინარე დაპირისპირების (საუბარია თვითმართველობის წევრებსა და აქციის მონაწილე სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე) განსამუხტავად არაფერი გაუკეტებიათ.
პოლიციელი ხარ, დაპირისპირება რომ იყო, მაშინ სად იყავი?
არ გიპასუხებ, თავი დამანებე.
პრტესტის რეჟიმში მყოფი სტუდენტები კი ამბობენ, რომ ტიტე აროშიძე სუს-ის პროექტია და ამ სპეცოეპრაციით და მისი რექტორად დანიშვნით, ივანიშვილის რეჟიმმა ბსუ ფაქტობრივად თავის დაწესებულებად აქცია.
ეს რაც აქ ხდება, სტუდენტებისთვის თავზე ლაფის დასხმაა, რადგან ტიტე აროშიძე ჩვენ მკვლელებს გევძახის - ამბობენ სტუდენტები.
ტიტე იყო სუს-ის პროექტი და სუს-მა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანა. ახლა ველოდებით, რომ უნივერსიტეტში კრიტიკულ აზრს ჩაახშორბენ, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს სამსახურებს დააწყებინებენ, პროექტებს დაუფინანსებენ, სტიპენდიებს მისცემენ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი, რადგან რუსული რეჟიმი მალე ჩამოიშლება.
ახლადარჩეულმა რექტორმა კი, რომელიც ადრე თავად წარმოადგენდა "ნაციონალურ მოძრაობას", პროტესტის რეჟიმში გადასულ სტუდენტებს "ნაციონალები" უწოდა და თქვა, რომ ასეთი პროტესტის "ნაციონალების ჩვეული სტილია"...
სწორედ ეს იყო ტიტე აროშიძის პირველი სათქმელი კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ.
ეს ნაციონალების ჩვეული სტილია... ამ მოცემულობაში ჯერ ვაპირებ, რომ შევხდე სტუდენტებს აუცილებლად, შემდეგ უნდა გავეცნო სიტუაციას", - განაცხადა აროშიძემ.
ივანიშვილის დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად პროტესტის ფონზე აირჩიეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტში მყოფი აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ.
"სირცხვილია", "მონებო" - სკანდირებდნენ სტუდენტები.
რექტორობისთვის კანდიდატს 11 წევრიანი აკადემიური საბჭოდან უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ტიტე აროშიძემ ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრების 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილია.
ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობისთვის იბრძოდნენ ,,ქართული ოცნებიდან'' უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.