მოსამართლე ლელა კალიჩენკომ აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა. აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან კამერების დაზიანებას ედავება.
პროცესზე სიტყვით თავად დაკავებული არჩილ მუსელიანცი გამოვიდა და თქვა, რომ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან ასევე ისაუბრა იზოლატორში განხორციელებულ შანტაჟზე, ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაზე.
არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.