"რიგითო ქოცო, მე მაინც ყოველთვის შენზე თავისუფალი ვიქნები... ვერ გამტეხთ!" - რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

22.01.25 16:22
"რიგითო ქოცო, მე მაინც ყოველთვის შენზე თავისუფალი ვიქნები... ვერ გამტეხთ!" - რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო. 

აქ ხომ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა - წერს რეზო კიკნაძე ციხიდან "პირველებისთვის" გამოგზავნილ წერილში და ამბობს, რომ "ბოლო დროს ბევრი რამ დაგროვდა".

რეჟიმის ტყვე წერს, რომ ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს უფლებას ვერ მიცემდა, ჩვეულებრივ გაეგრძელებინა საკანში ცხოვრება, ეჭამა და ესვა, ამიტომაც, უკვე მესამედ, გადაწყვიტა რომ ეშიმშილა. 

სხვანაირად აქ ბრაზი როგორ უნდა გამოხატო? - ამბობს კიკნაძე. 

ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო გუშინ, 84-ე საკანში. ტელევიზორი გვქონდა ჩართული, მე წიგნს ვკითხულობდი, როცა TV პირველიდან ხმა ჩამესმა - "ქალბატონი მზია, 7 დღეა, შიმშილობსო. მაშინვე ბრძოლა წავიდა ჩემს თავში. მეც ხომ არ შევუერთდე ხვალიდან, კარგი იქნება, სოლიდარობას გამოვუცხადებ თან იქნებ სხვებიც აგვყვნენ. აქ ხომ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა. 

სხვებიც რომ აგვყოლოდნენ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე ჩემი უნდა გამეკეთებინა. უსამართლო მოსამართლეებმა 80 კაციანი ბანკეტი, ჭამა-სმა და ღრეობა მოაწყვეს უდანაშაულოთა დაღუპვის ფონზე. ჰოდა, ამის ფონზე მე ციხეში ვიშიმშილებ. 

ბევრი რაღაც დაგროვდა ბოლო პერიოდში - ქალბატონი მზიას საქმე, ანუ ქალ ჟურნალისტებზეც გადავიდნენ. 616 გაურკვეველი დოსიეს მქონე პატიმრის შეწყალება, მაშინ როდესაც უდანაშაულოები საკნებში ჩაგვყარეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. იმ 616 კაციდან კი ვინ რა დააშავა, ან რით დაიმსახურა ამნისტია, რატომღაც დაფარულია. საკმაოდ დიდ ეჭვს აჩენს - იქნებ ტიტუშკების მარაგი აქვთ შესავსები. 

ყოველ დღე სხვადასხვა ლოკაციებზე თავს ესხმიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, პოლიტიკოსებს, ქალებს, კანონის ფარგლებში გაფიცულებს. მთავრობის მიგზავნილი ზონდერები და პოლიციის რეაგირება ნულია. ასევე, რუსული კანონის აქციებზე 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, მისჯილი წლები და დაკარგული ახალგაზრდობა  და რისთვის ჯართზე?, არმატურისთვის?

ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს ვერ მივცემდი უფლებას, ჩვეულებრივ გამეგრძელებინა თუნდაც აქაური ცხოვრება, მეჭამა და მესვა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ამიტომ გადავწყვიტე, კვლავ, უკვე მესამედ მეშიმშილა. სხვანაირად აქ ბრაზი როგორ უნდა გამოხატო აბა? კარგი იქნებოდა სხვებიც ამყოლოდნენ და საერთო პროტესტის ფორმა მიგვეცა, ტალღა აგვეგორებინა.

რეზო კიკნაძეს კიდევ ერთი სასმართლო პროცესი 6 თებერვასლ ჩაენიშნა - რეჟიმის ტყვე წერს, რომ 25 ნოემბერს ქვის ტარებას ედავებიან. 

მებრძოლეთ რამდენიც გინდათ, ამ ბრძოლას შევეწირები და უსამართლობის მხარეს მაინც არ დავდგები. ვერ გამტეხთ! - ეუბნება ივანიშვილის რეჟიმს სინდისის პატიმარი.

რეზო კიკნაძე ყველა "ოცნების" მხარდამჭერს 84-ე საკნიდან უთვლის, რომ ციხეშიც კი მათზე თავისუფალი იქნება, რადგან თავისი თავი "მასვე ეყიდვნის" 

დაიმახსოვრეთ: თავისუფლება სულის ზეიმია და არა ხორცის! არ შეშინდე გაბრაზდი!" - წერს რეჟიმის ტყვე გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ჰო, კიდევ, 5 მარტამდე მე კიდევ ერთი სასამართლო ჩამენიშნა 6 თებერვალს - ადმინისტრაციული სისულელეების ამოქექვაზე ფულის გამოძალვაზე გადავიდნენ. სიტყვასიტყვით ასე წერია - 25 ნოემბერს ქვის ტარების გამო, შენახვასაც ხომ არ მედავებიან?!  იქნებ გზებიც გაწმინდოთ ყველანაირი ქვისგან თუ უკანონო და  აკრძალული საგანია, რატომ არის მაშინ ნებისმიერი ქუჩის ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი? მებრძოლეთ რამდენიც გინდათ, ამ ბრძოლას შევეწირები და უსამართლობის მხარეს მაინც არ დავდგები. ვერ გამტეხთ! 

და ბოლოს, ვიშიმშილებ თუ შიმშილის გარეშე ვიჯდები დილეგში, მაინც ყოველთვის შენზე თავისუფალი ვიქნები რიგითო "ქოცო" -  შენ ბელადს უნდა ასიამოვნო, მის ნათქვამს ვერ გადახვალ. ჩემს გონებას კი ვერავინ მართავს, ჩემი თავი მევე მეყიდვნის. დაიმახსოვრეთ: თავისუფლება სულის ზეიმია და არა ხორცის! არ შეშინდე გაბრაზდი!", - წერს რეზო კიკნაძე. 

26 წლის რევაზ კიკნაძეს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური მასალებით დგინდება, რომ საქმეში არაერთი დარღვევაა. 

რეზო კიკნაძე დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა. პროევროპული აქციების მონაწილეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.

ცნობისთვის, რეზო კიკნაძის ცოცხლად დამარხვის მცდელობის და წამების ისტორია ერთ-ერთი საქმეა, რომელიც ძალადობის 12 ეტაპიანი სქემაში მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ის სასტიკი მეთოდები აღწერეს და დაადოკუმენტრეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდა. იყო შემთხვევა, როდესაც დაკავების, მიკროავტობუსში სპეცრაზმმა გაზის კაფსულა შეაგდო.

ამავე თემაზე:  

მსგავსი სიახლეები