ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს - ჟურნალსიტს დაპირისპირების ვიდეო არ მიაწოდეს
ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს.
ქორიძეს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება დღეს გადასცეს. რაც შეეხება დაპირისპირების ამსახველ კადრებს, მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ "ბათუმი შერატონს" მისთვის 15 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის კადრები არ მიუწოდებია.
ჩვენ მივმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც, რომ მან დაიწყოს საქმის წარმოება "შერატონი ბათუმის" წინააღმდეგ. ფაქტოა, რომ ეს სასტუმრო კანონმდებლობას უხეშად არღვევს. ჩემი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც სასტუმროს მონაცემთა ბაზებშია, 15 იანვრის შუაღამის, გარკვეული ვიდეო ჩანაწერები. მე კანონით დადგანილ წესით უნდა მიმეღო, თუმცა ვერ მივიღე"- ამბობს ქორიძე.
ცნობისთვის, ზვიად ქორიძის განცხადებით, მას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს.