სტუდენტის პროტესტი - ახალგაზრდამ, ტიტე აროშიძის რექტორად არჩევის შემდეგ, ბსუ-ს აკადემიური სტატუსის შეჩერების თხოვნით მიმართა
სტუდენტის პროტესტი - ახალგაზრდამ, ტიტე აროშიძის რექტორად არჩევის შემდეგ, ბსუ-ს აკადემიური სტატუსის შეჩერების თხოვნით მიმართა.
მარიამ მუთიძე განცხადების ასლს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ვითხოვ, მომდევნო სემესტირდან შემიჩერდეს აკადემიური სტატუსი. ვფიქრობ, უნივერსიტეტი, რომელმაც პარტიული მუშაკი დანიშნა რექტორის თანამდებობაზე, ვერაფერ სასარგებლოს ვერ მასწავლის. უნივერსიტეტი კი აუცილებლად დაუბრუნდება ხალხს, ამის გჯეროდეთ!
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება სტუდენტებს!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!
თავისუფლება უნივერსიტეტს!" - წერია განცხადების ტექსტში".
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად პროტესტის ფონზე აირჩიეს.