სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის გათავისუფლებას ადასტურებს

22.01.25 18:06
სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის გათავისუფლებას ადასტურებს

სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის გათავისუფლებას ადასტურებს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულები უკვე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ  უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა  საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - წერია განცხადებაში. 

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან დღეს რომ ორ პირს ათავისუფლებდნენ, ამის შესახებ  "პირველებს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.