სინდისის პატიმარი, ლუკა ნაცვლიშვილი თავისუფალია

სინდისის პატიმარი, ლუკა ნაცვლიშვილი თავისუფალია.
მან ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
ივანიშვილმა, პოლიტიკურ კლანთან ერთად, ქვეყანაში გააქრო პოლიცია და მასთან ერთად სამართალიც, როცა ამდენი ადამიანი იდეის გარშემო ირკიბება, შეუძლებელია არ მიაღწიონ მიზანს. ქართული საზოგადოება იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში აღდგება პოლიციაც და სამართალიც. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - თქვა ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორის დატოვების შემდეგ.
ნაცვლიშვილი 12 იანვარს ბათუმში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. 14 იანვარს ის მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12-დღიან პატიმრობაში დატოვა.