დათა ვანიშვილს ოკუპირებული ხურვალეთის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ

22.03.21 12:23
დათა ვანიშვილს ოკუპირებული ხურვალეთის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ

 დათა ვანიშვილს ოკუპირებული ხურვალეთის სასაფლაოზე დღეს, სამ საათზე დაკრძალავენ! ბოლო მონაცემებით, საოკუპაციო რეჟიმი  გამონაკლისს არ უშვებს და მოხუცის შვილებს და შვილიშვილებს სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს. ახლობლები მავთულხლართებთან შეიკრიბებიან და სამოქალაქო პანაშვიდს გამართავენ. 

ხურვალეთში ჩასვლას  პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები გეგმავენ.
 

დათა ვანიშვილისთვის მიტანილი ყვავილები  ისევ რკინის კონსტრუქციებზეა დამაგრებული.

2012 წელს, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთში მავთულხლართები გაავლო, დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 86 წლის მამაკაცი ხშირად გადმოდიოდა, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ასევე, პენსიის ასაღებად.  საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილი რამდენჯერმე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა ყოველ ჯერზე თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.