ციხეში ეუბნებიან, რომ საჭმელი გათავდა, ამ ზამთარში, ცივი წყლით აიძულებენ ბანაობას - ნიკა კაციას ძმა

24.01.25 22:34
ციხეში ეუბნებიან, რომ საჭმელი გათავდა, ამ ზამთარში, ცივი წყლით აიძულებენ ბანაობას - ნიკა კაციას ძმა

 

ნიკა კაციას ძმა "პირველებთან" ამბობს, რომ მის ძმას გლდანის ციხეში არ მიზანმიმართულად აჭმევენ, ასევე როდესაც  იქ არსებული მაღაზიიდან რაიმეს ყიდულობს, "რატომღაც არასდროს არის ის, რასაც უკვეთავს"

რეჟიმის ტყვის ოჯახის წევრი იმასაც აცხადებს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ნიკას ციხეში ცივი წყლით ბანაობა აიძულეს, ასევე იყო პრობლემა საკნის სისუფთავსეთან დაკავშირებითაც. 

თვითონ როგორც ამბობს ნიკა, მის საკანთან მისულებმა უთხრეს, რომ საჭმელი გათავდა. ეს არ იყო ერთი, არამედ იყო რამოდენიმე შემთხვევა. კიდევ არის ერთი მომენტი, რომ იქ არსებული მაღაზიიდან ყიდულობენ რაღაცებს, რატომღაც ნიკა რასაც უკვეთავს, რატომღაც მაღაზიაში არასდროს არ არის. ეს ყველაფერი თუ დამთხვევაა, მე არ მჯერა, რადგან მაშინ ძალიან დიდი დამთხვევასთან გვქონია საქმე. ადამიანები მართლა ციხიდან გვამხნევებენ და ახლა უნდათ, ეს მხნეობაც მოუსპონ, მაგრამ არ გამოუვათ. 

ასევე საბანაოდ შესული ამ ზამთარში, ცივი წყლით აიძულებენ ბანაობას. მითუმეტეს საკანშიც ისეთ საკანში შეიყვანეს, ღორს არ შიეყვანენ ასეთ საკანში. 

ყოველი ჩემი გაკეთებული გაცნხადება, ნიკასთვის შემზღუვდელი პირობების გატარების წინაპირობა ხდება, თუმცა მე არ ვაპირებ გაჩუმებას, ვიცი რომ გაუძლებს", - ამბობს კაციას ძმა. 

შეგახსენებთ, ნიკა კაციამ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ.

ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები