ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ძლიერი ხანძრის შედეგად ხულოს რაიონის სოფელ ყინჩაურში მცხოვრები ჯამბულ შინიძის სახლი დაიწვა. ხულოში ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახის 9 წევრი, მათ შორის 6 თვის ჩვილი, ახლა ადგილობრივი მთავრობის დახმარებას ელის. სოფელ ყინჩაურში ცეცხლი გუშინ გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაწყებულია. ხანძარს შედეგად მსხვერპლი არ მოჰყოლია.