სეუ-ს გაფიცული სტუდენტები ადგილზე რჩებიან - ახალგაზრდების ნაწილს უნივერსიტეტის კარს არ უღებენ
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ადგილზე რჩებიან - ახალგაზრდები, რომლებმაც ღამე სიცივეში, ღია ცის ქვეშ გაათენეს, მოელიან პასუხს, თუ როდის დართავენ აუდიტორიაში დაბრუნების უფლებას.
პროტესტის რეჟიმში გადასული სტუდენტების ერთი ნაწილისთვის დაცვამ უნივერსიტეტის კარი გახსნა, თუმცა ახლა შენობაში არ უშვებენ იმათ, ვისაც სწავლის საფასური გადასახდელი აქვს, ან სტატუსი შეჩერებული.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და დავალიანების დაფარვის მიზნით, სტუდენტები უნივერსიტეტში თანხით ხელში მივიდნენ, თუმცა უნივერსიტეტში შესვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ დღეს დეკანატი არ მუშაობს.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დეკანტი შაბათს არ მუშაობს. სწორედ ამიტომ სტუდენტებს უჩნდებათ ეჭვები, რომ რექტორის გადაწყვეტილებაა, შვილების თაობის კრიტიკული ხმა არ ისმოდეს.
ახალი ცირკი მოიგოს და დადგეს აქტიური სტატუსი, ვისაც არ გაქვთ არ შემოგიშვებთო. გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეხადა ეს სწავლის გადასახადი. დაცვისგან მივიღეთ პასუხი, რომ დეკანატი თურმე არ მუშაობს შაბათობით. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა შაბათ დღეს აღმიდგენია სტატუსი. ავიდნენ დეკანატთან და შეამოწმეს. იქ დახვდათ ქურთუკები, აშკარად ის, რომ ვიღაც არის შიგნით, გვემალებიან უბრალოდ. ბატონ გიაზე საერთოდ საუბარი აღარ არის, აქამდე ხომ არ გვესაუბრებოდა და ახლა არც კი ველოდებით, რომ რაიმე კომუნიკაციაზე გამოვა გარდა იმისა, რომ ახალი ცირკები დადგეს. გამოგვიგზავნეს, რაღაც გაფრთხილებები, რომელიც სასაცილოს არ გვეყო.
ვისაც ახლა, აქტიური აქვს სტუდენტის სტატუსი ჩვენს მხარდასაჭერად უბრალოდ არ შედიან შენობაში, იმიტომ რომ ჩვენი ადამიანობა და მეგობრობა ასეთია ბატონო გია, რომ ჩვენი მეგობრები გარეთ თუ ყინვაში არიან ჩვენ თბილ აუდიტორიებში არ ვისხდებით. ჩვენ აქ კომფორტისთვის და კარგი მოწყებული აუდიტორებისთვის არ ვართ'', - ამბობს გაფიცული სტუდენტი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს - უმაღლესი სასწავლებლის დაცვამ ახალგაზრდებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რის გამოც სტუდენტებმა უნივერსიტეტის კართან ლეიბები დაყარეს და ცივი ღამე შენობასთან გაათენეს.
შვილების თაობა მოითხოვს, რომ რექტორთან შეხვედრასა და გია კავთელიშვილისგან უნივერსიტეტის უკანონოდ დაკავებულ სტუდენტზე, ირაკლი მიმინოშვილზე პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.