საქართველო დროებით დავტოვე, დაპატიმრების საფრთხე არსებობს - თეა გოდოლაძის ინტერვიუ "პირველებთან"
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო დროებით დატოვა. თეა გოდოლაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება მისი გაშავებით არის დაკავებული და ამას მის მიმართ განხორციელებული მუქარებიც ცხადყოფს. მეცნიერი არც მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას გამორიცხავს და ამიტომ ფიქრობს, საზღვარგარეთ იქამდე დაჰყოს, ვიდრე ეს საფრთხე არ მოიხსნება.
მე დროებით დავტოვე საქართველო, ამის იმედი მაქვს. მე არსად ვაპირებ ცხოვრებას საქართველოს გარდა. ქართულმა სახელმწიფომ ჩემზე ძალადობა საინტერესოდ შეფუთა და ფაქტობრივად, შემომიტრიალა უკან. არსებობს დაპატიმრების საფრთხე, იქ პროფესიონალიზმი ავიწყდებათ და რეალურად, ასრულებენ დავალებას. სხვას ვერაფერს იფიქრებ, როდესაც შორენა გუნცაძის განაჩენს წაიკითხავ სააპელაციო სასმართლოს მოსამართლის. გარანტირებული არ ვარ, რომ იგივე პრობლემის წინაშე არ დავდგები. მითუმეტეს, ხედავთ ქვეყანაში რა ხდება. სადაც მზია ამაღლობელი არ დაინდეს, სადაც სტუდენტებს არ ინდობენ, ეს სისტემა მე რატომ დამინდობს? რეალურად, რუსული ტიტუშკები მეც მომიგზავნეს, რატომღაც გამოიყენეს ჩემი ყოფილი პარტნიორი ჩემს წინააღმდეგ. მუქარები სულ იყო ჩემს წინააღმდეგ, შოვის ტრაგედიამდე სულ იყო, ნამახვანთან დაკავშირებით, ნამახვანის დროსაც შეიტანეს პროკურატურაში, მიმდინარეობდა ჩემი გაშავების პოლიტიკა, - ამბობს გოდოლაძე.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გოდოლაძესთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა, სადაც მეცნიერი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებს უხსნის.