“ქართული ოცნების“ მინისტრად წოდებულ პირს, ყველგან დავხვდებით -გელა მთივლიშვილი
ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი, რომელიც დღეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის შეურაცხყოფის პირდაპირი სამიზნე გახდა, ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ მინისტრად წოდებულ პირს, ყველგან დახვდებიან“.
ჟურნალისტის თქმით, იმის ნაცვლად, რომ გაეგოთ, რას აკეთებს სარჯველაძის უწყება სინდისის პატიმრის, ამაღლობელის სიცოცხლის დასაცავად, მათ სარჯველაძისგან მხოლოდ “თითის ქნევა და დემაგოგობა მიიღეს.“
“ერთი სიტყვა, დემაგოგობის და თითის ქნევის გარდა, ვერ ვათქმევინეთ“, - ამბობს მთივლიშვილი.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ემუქრება საფრთხე, ეს კაცი არის “ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, მოვედით ერთადერთი კითხვით, გაგვეგო, რას აკეთებს მისი უწყება, რომელსაც ძალაუფლება აქვს, მზიას ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული. ერთი სიტყვა, დემაგოგობის და თითის ქნევის გარდა, ვერ ვათქმევინეთ, მეტი არაფერი გვაინტერესებს- რა ხდება მის ირგვლივ და რას აკეთებს უწყება, რომ მისი სიცოცხლე იყოს დაცული. “ქართული ოცნების“ მინისტრად წოდებულ პირს, ყველგან დავხვდებით, ვიდრე მზია, რუსული რეჟიმის ტყვეობაში იქნება და მისი სიცოცხლე იქნება საფრთხეში, - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.
ამავე თემაზე:
- სარჯველაძე შეურაცხყოფას აყენებს მათ, ვინც ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვებს უსვამს
- მიხეილ სარჯველაძემ ღონისძიება, რომელიც მისივე ორგანიზებული იყო, 7 წუთში დატოვა