მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
რეჟიმი სვიტარიძეს პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. ასევე საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი მის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს სთავაზობდა, რომლის ოდენობის განსაზღვრაც სასამართლოს მიანდეს.
სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ, სასტიკად სცემეს და წამებასთან გათანაბრებულ პირებებში ამყოფეს - ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა საქმეზე არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ.
- მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს... თუ ვინმეა დამნაშავე, ის "ტიტუშკა" მირიან ქავთარაძეა - სხვიტარიძის სიტყვა სასამართლოზე
- საბა სხვიტარიძის საქმე - ადვოკატი გამომძიებელს მტკიცებულების კანონის დარღვევით მოპოვებაში ამხელს
ფოტო: პუბლიკა