მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 22 წლის აქტივისტი პატიმრობაში დატოვა

28.01.25 14:08
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 22 წლის აქტივისტი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 22 წლის აქტივისტი, თედო აბრამოვი პატიმრობაში დატოვა.

აბრამოვი რეჟიმმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკვა და ციხეში უვადო მუხლით გაშვებას უპირებს. აქტივისტი ბრალს არ აღიარებს. 

მეტიც, ბრალდებულმა დღეს საასმართლო დარბაზში განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა და სამართლამცველები ზეწოლაში ამხილა.

პროკურატურა დღეს დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. 

თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.