შორენა თეთრუაშვილი საქართველოს პატრიარქს პირადად უსმენდა - საიდუმლო ფაილებიდან გამოჟონილი ინფორმაცია

13.09.21 20:27
შორენა თეთრუაშვილი საქართველოს პატრიარქს პირადად უსმენდა - საიდუმლო ფაილებიდან გამოჟონილი ინფორმაცია

3000 ზე მეტი მოსმენის ფაილი, დღეში ათი ოპერატიული ცნობა, ჩანერგილი აგენტები ეკლესიაში და 300-ზე მეტი მღვდლი, რომელსაც თურმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღე უსმენდა. სკანდალური ფაილების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ სუსი უსმენდა ყველას, მათ შორის პატრიარქის მდივან რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს, რომელიც ილია მეორესთან ყველაზე დაახლოებული პირია.

სკანდალური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ შორენა თეთრუაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა პატრიარქისა და მისი სტუმრების ჩაწერას, აგროვებდა კომპრომატებს სასულიერო პირებზე და ინფორმაციებს სანდო პირის მეშვეობით რუსეთში აგზავნიდა.

დაფიქსირდა, რომ თეთრუაშვილი აგროვებს საპატრიარქოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს და ცდილობს მათს გაგზავნას რუსეთში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტეძრის დეკანოზ ალექსანდრე გუნიას მეშვეობით. 

ზეგავლენის გასაძლიერებლად და პროცესების მართვის მიზნით თეთრუაშვილი არ ერიდება მაღალი რანგის სასულიერო პირებს შორის ინტრიგების ხლართვას და ჭორების გავრცელებას. საპატრიარქოს მართვის პროცესში ძირითადად ეყრდნობა კომპრომეტირებულ, უნებისყოფო, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე სასულიერო პირებს - აღნიშნულია ინტერნეტი გავრცელებულ საიდუმლო ფაილებში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველა მტკიცებულება გააჩნდა შორენა თეთრუაშვილისა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია და ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

მსგავსი სიახლეები