მერიის ფორმიანმა თანამშრომლებმა ბანერი "თავისუფლება თანამებრძოლებს" თვითნებურად ჩამოგლიჯეს - კლუბი “მტკვარზე“
კლუბი "მტკვარზე" სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის მერიის ფორმიანმა თანამშრომლებმა მათი აივნიდან გადაკიდებული ბანერი - "თავისუფლება თანამებრძოლებს" თვითნებურად ჩამოგლიჯეს.
მათივე ინფორმაციით, ისინი ყოველგვარი ოქმის გარეშე შეიჭრნენ შენობაში, სადაც მხოლოდ ხელოსანი იმყოფებოდა.
ღია კლუბში, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ხელოსანი იმყოფებოდა, მერიის რამდენიმე ფორმიანი წარმომადგენელი, ყოველგვარი ოქმის წარდგენის გარეშე შემოიჭრა და აივანზე გადაკიდებული ბანერი ჩამოგლიჯა. რეჟიმი უკან არაფერზე იხევს და ყველა ხერხით ცდილობს არსებული პროტესტის ტალღის ჩახშობას, მაგრამ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თავისუფლება თანამებრძოლებს! თავისუფლება მზიას!", - წერია ინფორმაციას.