ნიკოლოზ ლაცაბიძე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა - აქტივისტი გამოკითხვას სახლში ითხოვს

01.02.25 14:03
ნიკოლოზ ლაცაბიძე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა - აქტივისტი გამოკითხვას სახლში ითხოვს

ნიკოლოზ ლაცაბიძე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა - როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, სამოქალაქო აქტივისტს გამოკითხვა არა განყოფილებაში, არამედ სახლში სურს. 

გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ახალგაზრდა სტრესულ მდგომარეობაშია, რის გამოც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვა არ სურს. 

გუშინ სურდათ, რომ დაეკავებინათ და ფაქტობრივი დაკავება იყო. როდესაც შევძელი შესვლა, ბატონი ნიკოლოზის სახლი მთლიანად პოლიციელებით იყო დაკავებული. ბატონი ნიკოლოზი ფაქტობრივი დაკავებიდან გათავისუფლდა იმ მომენტში, რადგან ამაზე მოგვიწია ბრძოლა, ვიდეოებიც გავრცელდა.

სურდათ, რომ გამოეკითხათ. როგორც იცით, გამოკითხვა არის ნებაყოფლობით. ჩვენ გამოკითხვაზე უარს არ ვაცხადებთ, უბრალოდ ღამის საათებში გამოკითხვა იყო დაუშვებელი, ამიტომ დაგვიბარეს პირველ საათზე. ასევე, მოგახსენებთ, რომ გამოკითხვის ლოკაციას კანონმდებელი არ კეტავს მხოლოდ პოლიციით და ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ გამოკითხული ვიქნეთ მის საცხოვრებელ სახლში, რადგან გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ბატონი ნიკა სტრესულ მდგომარეობაშია და მისი ასეთ მდგომარეობაში გამოკითხვის საშუალება არ არსებობს, როცა კანონმდებელი მიუთითებს იმას, რომ შესაძლოა სხვა ლოკაციაზე მოხდეს.

ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი, რომ ნიკას მსგავსი ქმედება არ ჩაუდენია და ასევე პოლიციაშიც შევძლებთ ამ ინფორმაციის დაფიქსირებას. უბრალოდ ჩვენი პოზიცია არის, რომ დავაფიქსიროთ, რომ დღეს გამოვცხადდით, რომ ჩვენ არავის არ ვემალებით და უწყების საფუძველზე გამოვცხადდით'', - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.

შეგახსენებთ, 31 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დავით ფუთურიძის სახლებში. ნიკოლოზს, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელზე დაწერილ წარწერებს ედავებიან, თუმცა როგორც, თავად ამბობს "არაფერი გაუკეთებია". ჩხრეკის შემდეგ კი სახლებიდან ტანსაცმელი და ტექნიკაა წაიღეს.