ჩხრეკა სამოქალაქო აქტივისტების სახლში - შსს განცხადებას ავრცელებს

01.02.25 15:41
ჩხრეკა სამოქალაქო აქტივისტების სახლში - შსს განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლში შეჭრასთან და ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებეს.

გომელაურის უწყება ირწმუნება, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის  225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით  დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა", - აცხადებენ შსს-ში.

პოლიციელები ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებლების - ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლში ატარებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისაკო დევიძის სახლშიც შეიჭრნენ და ჩხრეკის ჩატარების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.