"თბილისის მოლთან" აქციაზე ტვ პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა (ვიდეო)
"თბილისის მოლთან" მიმდინარე აქციაზე, "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, მუცელში წიხლი მოხვდა.
დაშავებული ოპერატორისთვის სამედიცინო დახმარების აღოჩენას ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ცდილობს.
განახლება: ნიკო კოკაია სასწრაფომ კლიმიკაში გადაიყვანა - დაშავებული ოპერატორი კლინიკა "ვივა-მედშია" მოთავსებული.