ხარებას და მოძალადე რეჟიმს პასუხისგება თავისუფალი სასამართლოს წინაშე მოუწევს - გიორგი ქადაგიძე

02.02.25 20:14
ხარებას და მოძალადე რეჟიმს პასუხისგება თავისუფალი სასამართლოს წინაშე მოუწევს - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ მოძალადე რეჟიმს და მათ შორის, ხარებას პასუხისგება თავისუფალი სასამართლოს წინაშე მოუწევს. მისი თქმით, არ არსებობს რეჟიმი, რომელიც არ დასრულდება და არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველი ხალხის ევროკავშირისაკენ სრწაფვას შეაჩერებს. 

ეს არის რეჟიმი, რომელიც დასრულდება და ყველა ეს ადამიანი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით თავისუფალი სასამართლოს წინაშე. ეს კარგად დაიმახსოვრონ. არ არსებობს რეჟიმი, რომელიც არ დასრულდება. არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც გააჩერებს ჩვენს სრწაფვას ევროკავშირისადმი, შესაბამისად, ეს ადამიანები მოხვდებიან მალე იქ, სადაც არის მათი ადგილი - განსასჯელის სკამზე. ჩვენ გვაყვს რეჟიმი, რომლის შს მინისტრი არის მაგნიტსკის სიაში. ეს არის ჯალათები სია, სამარცხვინო სია. შესაბამისად, თვითმარქვია რეჟიმი ის ძალა, რომელზედაც დგანან, ძალიან მალე დასრულდება, - ამბობს ქადაგიძე. 
 

შეგახსენებთ, რომ თბილისი მოლთან" დაკავებულები  პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.

კადრები "შაბათის ეთერის" ოპერატორმა აღმაშენებლის ხეივანზე გადაიღოო.

მსგავსი სიახლეები