საქალაქოში 8 პირის გაერთიანებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

05.02.25 19:02
საქალაქოში 8 პირის გაერთიანებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის გაერთიანებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომებს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან. 

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუპატაძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა საპატიმრო გირაოს შუამდგომლობით შედის პროცესზე. 

მსგავსი სიახლეები