კარტოგრაფის შესაძლო ლიკვიდაცია - ივერი მელაშვილის პირველი კომენტარი

14.09.21 17:20
კარტოგრაფის შესაძლო ლიკვიდაცია - ივერი მელაშვილის პირველი კომენტარი

კარტოგრაფის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე, ივერი მელაშვილმა, ტვ პირველთან პირველი კომენტარი გააკეთა. მელაშვილი ამბობს, რომ დიმიტრი ქართველიშვილსა და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ნაცნობობა არ აკავშირებს. 

წავიკითხე ჩანაწერები. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ბევრი მათგანი სიცრუეში არის შეყვანილი. ,,მთავართან" ერთად ვიყავი და ინციდენტი მოხდა. რა თქმა უნდა, წინასწარ იყო დაგეგმილი", - ამბობს მელაშვილი. 

გავრცელებული, სკანდალური დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასამართლებული ივერი მელაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა.