შემომახიეს ტანსაცმელი, გდდ-ს თანამშრომლებმა მანქანამდე მიყვანამდე მცემეს - პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ ვასილ ელიავასთან
პოლიციელების მოქმედება იყო ძალიან აგრესიული... შემომახიეს ტანსაცმელი, მანქანამდე მიყვანამდე მცემეს - დაკავების მომენტს "პირველებთან" ვასილ ელიავა იხსენებს, რომელმაც გუშინ გირაოს სანაცვლოდ დატოვა საპატიმრო.
როგორც აქტივისტი ამბობს, განსაკუთრებული აგრესიით გდდ-ს თანამშრომლები გამოირჩეოდნენ.
ელიავა იმ 8 პირთა შორისაა, ვისაც გზის ბლოკირებას ედავებიან და ადმინისტრაციულით დაკავება სისხლით გადაუკვალიფიცირეს.
დამაკავეს ზაჰესის ხიდის მოპირდაპირედ, ვიყავი საფეხმავლო ტროტუარზე, მედავებიან სტრატეგიული მნიშვნელობის გზის ბლოკირებას, რომლის ბლოკირებაც სინამდვილეში არც მომხდარა. პოლიციელების მოქმედება იყო ძალიან აგრესიული. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ გდდ-ს თანამშრომლები. მოგვაწვნენ ტროტუარზე, დავეცი, შემომახიეს ტანსაცმელი, მანქანამდე მიყვანამდე მომხვდა რამდენიმე. სანამ მანქანამდე მიმიყვანდნენ, მცემეს. ძალიან გამიკვირდა, რომ პროკურატურას ეს პოზიცია ჰქონდა სასამართლოზე. ეს სავარაუდოდ, საერთაშორისო რეაქციის და ადგილზე, იმ ადამიანების ძალისხმევის შედეგია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში პროტესტს აცხადებს", - ამბობს ვასილ ელიავა.
- ჯერ გოგა მემანიშვილმა სახელით დამიძახა და ამის შემდეგ დამაკავეს - პირველი ინტერვიუ დიმა ბიძინაშვილთან
- პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ გიგი უგულავასთან
- შემომახიეს ტანსაცმელი, გდდ-ს თანამშრომლებმა მანქანამდე მიყვანამდე მცემეს - პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ ვასილ ელიავასთან
გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის საპატიმრო გუშინ გვაინ ღამით დატოვეს. სასამართლომ Tbilisi Mall-თან სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
საპატიმრო გირაო პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა.