ჯერ გოგა მემანიშვილმა სახელით დამიძახა და ამის შემდეგ დამაკავეს - პირველი ინტერვიუ დიმა ბიძინაშვილთან

06.02.25 15:11
ჯერ გოგა მემანიშვილმა სახელით დამიძახა და ამის შემდეგ დამაკავეს - პირველი ინტერვიუ დიმა ბიძინაშვილთან

 

 

პირველი ინტერვიუები სინდისის გათავისუფლებულ პატიმართან - დიმა ბიძინაშვილი ამბობს, რომ ამაყი და თავისუფალი შევიდა იზოლატორში, რადგან იცოდა, რომ ქვეყნის სიყვარულისთვის აკავედებნენ.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული რეჟიმის ტყვე "პირველებთან" დაკავების მომენტს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ დაკავების წინ მან პოლიციის მაღალჩინოსანმა, გოგა მემანიშვილმა სახელით დაუძახა, ამის შემდეგ გდდ-ს ტანამშრომლებმა იდენტიფიცირება მოახდინეს მისი და მოხდა მისი დაკავება. 

ეს არის სასჯელი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო - ეუბნება დიმიტრი ბიძინაშვილი "პირველებს". 

დაკავების დღიდან ვიცოდი, რომ ეს საქმე მაინც სისხლის სამართლის საქმედ იქცეოდა. ციხეში შესვლაც არ იყო იმ სიმძიმის, როგორც შეიძლება სხვამს წარმოიდგინოს. პირიქით, ისეთი თავისუფალი და ამაყი არასოდეს  რ ვყოფილვარ, როდესაც პირველად, ბრალის წარდგენის შემდეგ შემიყვანეს იზოლატორში.  ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო დანაშაული. ეს იყო სასჯელი იმისთვის, რომ თავისუფლებისა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ვიბრძოდი. ეს იყო ჩემთვის პატივი. გზის სავალ ნაწილზე საერთოდ არ ვყოფილვარ. ვიდექი კუთხეში, ზურგით ვიდექი პოლიციელებთან, რა დროსაც გოგა მემანიშვილმა დამიძახა სახელი, ინსტიქტურად მოვტრიალდი და ამ მოტრიელბის შემდეგ მეუბნება, რომ იქით წავსულიყავი, საითკენაც ისედაც მივდიოდი. როდესაც მობრუნდი, ეგრევე ნიღბიანები მეცნენ და დაიწყეს დაკავება. დაძახება იყო დაზუსტება, მართლა მე ვიყავი თუ არა. დაზუსტებით იჭერდნენ ხალხს. ანუ რეჟიმი არჩევს ისეთ ხალხს, რომ ყველა სფეროში შევიდეს,რომ რაღაცნაირად შიში დათესოს", - ამბობს დიმა ბიძინაშვილი. 

გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის საპატიმრო გუშინ გვაინ ღამით დატოვეს. სასამართლომ Tbilisi Mall-თან სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

საპატიმრო გირაო პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა.