სტუდენტი, არჩილ გოჩიტაიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ, თსუ-სთან დაკავებული სტუდენტი, არჩილ გოჩიტაიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
მანამდე, კიდევ ერთი დაკავებული, გიორგი ბარბაქაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ხოლოდ ლუკა ხიზაძე 2000 ლარით დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარბაქაძეს, არჩილ გოჩიტაიშვილს და ლუკა ხიზაძეს გომელაურის უწყება პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. სამივე სტუდენტი ორი დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, თუმცა ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია.