"არ ვცნობთ შეკრება-მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებს" - ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

08.02.25 10:02
"არ ვცნობთ შეკრება-მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებს" - ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა განცხადებით ეხმაურება - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ახალგაზრდები "ქართული ოცნების" დრაკონულ კანონებს არ ცნობენ. 

სტუდენტები, რომლებიც 26 დღეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, წერენ, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ დაემორჩილებიან და ფოიეს არ დატოვებენ.

დღეს ჩვენი უწყვეტი პროტესტის 26-ე დღეა. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ფოიე დავიკავეთ, ყოველ ღამე ვათენებთ აქ და აქტიურად ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს ჩვენი სივრციდან. ჩვენ არ ვცნობთ შეკრება-მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებს და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ამ დრაკონული კორექტირებებისა, ჩვენ მაინც აქ ვართ და ვიქნებით, სანამ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მივიღებთ", - წერია განცხადებაში.