საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მერიის თანამშრომელი დააკავეს - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი
საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი გიორგი ქურდოვანიძეა, რომელიც სამართალდამცველებმა გამთენიისას აიყვანეს და ამ ეტაპისთვის კახეთის სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი.
როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევა 7 თებერვალს, სოფელ ანთოკის შესასვლელთან, ე.წ. ქუჩური გარჩევის შედეგად მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცმა გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
სავარაუდოა, რომ გიორგი ქურდოვანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი ახლო მეგობრები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. საგარეჯოს მაცხოვრებლები მკვლელობის შესაძლო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.
დაბლა მოხდა. ტრასიდან რომ შემოუხვევ. დაუსახლებელი ადგილია. საქეიფო ადგილი არ არის. ნაგავსაყრელები არიან. გასროლის ხმა არ გაგვიგია. ალბათ, სპეციალურად აიყვანეს. იქვე არის საქეიფო ადგილი. შეიძლება ნასვამები იყვნენ", - ამბობს ადგილობრივი.