ორი ჯარიმა და ერთი გაფრთხილება - ადვოკატები სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

08.02.25 11:56
ორი ჯარიმა და ერთი გაფრთხილება - ადვოკატები სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ორი ჯარიმა და ერთი გაფრთხილება - ადვოკატები და სამოქალაქო აქტივისტები სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული არჩილ გოჩიტაიშვილი, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება 2 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ დატოვა, "პირველებთან" ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. 

"2000-ლარიანი ჯარიმა ჩვენთვის სასიამოვნო არ იყო, ვინაიდან უდანაშაულოებს დაგვეკისრა" - აღნიშნავს არჩილ გოჩიტაიშვილი.

მოსამართლისგან უფრო რადიკალურიც შეიძლებოდა ყოფილიყო განაჩენი. არც 2000 ლარი იყო ჩვენთვის სასიამოვნო, ვინაიდან უდანაშაულოებს დაეკისრათ. დღევანდელი სასამართლოსგან ეს მოსალოდნელია. დაკავების მომენტს რაც შეეხება, რუსული რეჟიმის პოლიციამ დაგვაკავა ჩვენ", - ამბობს არჩილ გოჩიტაიშვილი.

მოსამართლე ნინო ენუქიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ, არჩილ გოჩიტაიშვილის უფლებადამცველიც საუბრობს. ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ.

სასამართლოს ფარგლებში ველოდით ჯარიმასაც და უფრო მძიმე სახდელსაც. თუმცა, რეალურად, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ დღეს გაითვალისწინა მხოლოდ შსს-ის მიერ წარმოდგენილი არანეიტრალური მტკიცებულები. პროცესზე ვიხილეთ მოწმე პოლიციელები, რომლებმაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს. საქმეში წარმოდგენილი იყო ვითომ დამკავებელი პოლიციელი, რომელსაც რეალურად არჩილი არ დაუკავებია", - ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარბაქაძეს, არჩილ გოჩიტაიშვილს და ლუკა ხიზაძეს გომელაურის უწყება პოლიციის კანონიეირ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულ ორ სტუდენტს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ერთი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. 

მსგავსი სიახლეები