8 თებერვალს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია

08.02.25 12:35
8 თებერვალს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია

8 თებერვალს საქართველოში უწყვეტი პროტესტის 73-ე დღე იქნება - თბილისში და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია.

თბილისი

  • 12:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართება (Theatre Factory 42)
  • 19:00 საათზე - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
  • 19:00 საათზეა ასევე დაგეგმილი დავით აღმაშენებლის მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნამდე.
  • 20:00 საათზე - აქცია საქართველოს პარლამენტთან.

გორი

  • საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“

ახალციხე

  •  18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან - „არა რუსულ რეჟიმს!“

ბათუმი 

  • 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან - „სამშობლოს სამსახურში!“

ზუგდიდი 

  • 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, „ბრძოლა გამარჯვებამდე“.

თელავი

  • 18:00 საათზე, მერიის წინ, „უწყვეტი პროტესტი თელავში“

ქუთაისი

  • 18:00 საათზე, თეთრი ხიდიდან „ემიგრანტების ოჯახების მარში!“ იმართება.
  • ხოლო 19:00 საათზე, ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი.

ხაშური

  • 18:00 საათზე, „ბიბლუსთან“ აქცია „ცეცხლი ოლიგარქიას!“

გურჯაანი

  •  15:00 საათზე, მერიასთან საპროტესტო აქცია!