სრული ერთობა ქვეყნის დასაბრუნებლად - თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეის ყრილობა მიმდინარეობს

08.02.25 13:19
სრული ერთობა ქვეყნის დასაბრუნებლად - თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეის ყრილობა მიმდინარეობს

სრული ერთობა ქვეყნის დასაბრუნებლად - ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. ამ წუთებში თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეის ყრილობა მიმდინარეობს.

73-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ხალხი საუბარს იწყებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ მომდევნო დღეებში და როგორ უნდა გამოსტაცონ რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქს მიტაცებული სახელმწიფო. 

უკვე შექმნილია 20-ზე მეტი განსხვავებული ინტერესის მქონე ჯგუფი. თეატრალები, სტუდენტები, სოციალური მუშაკები, ადვოკატები და ემიგრანტები - დღეიდან სწორედ ეს ადამიანები იწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეძლება მეტი ადამიანის ყურამდე მივიდეს ის უსამართლობა, რომელსაც "ოცნების" რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. 

საზოგადოებრივი ანსამბლია იქნება ფართო წარმომადგენლობითი სტრუქტურა და მისი მიზანი არის, რომ საზოგადოების წევრები, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები წარმომადგენლების საშუალებით ჩაერთონ, ჩაებან დიალოგში და ვილაპარაკოთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე. მიმოვიხილოთ ისინი, დავამუშაოთ ისინი და საბოლოო ჯამში ვაწარმოოთ შეთანხმებული საზოგადოებრივი დაკვეთა, საზოგადოებრივი დღის წესრიგი, რომელიც თავის მხრივ გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე და მისი ნდობის მანდატი იქნება ეს ინტერესთა ჯგუფები '', - ამბობს პაატა ციკოლია.