"ოცნება" საკუთარ განცხადებებს ეწინააღმდეგება - კვარშილავა
ირაკლი კობახიძის მიერ ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარის თქმას ბაკურ კვარშილავა ეხმაურება - პოლიტოლოგი ამბობს, რომ "ოცნების" წევრები იმ რეჟიმზე არიან გადასულები, სადაც საკუთარ განცხადებებს ეწინააღმდეგებიან.
ბაკურ კვარშილავა მმართველი პარტიის პრემიერის მიერ FARA-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კობახიძეს მორალური კომპასი დაკარგული აქვს.
- საუბარია რეჟიმის პრემიერის განცხადებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ კობახიძე ფიქრობს, ტრამპმა ფარას კანონის აღსრულების წესები იმის გამო შეცვალა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამავე წესების საქართველოში გადმოტანა დააანონსა.
ისინი არიან რეჟიმში, როდესაც ფაქტობრივად ეწინააღმდეგებიან ხოლმე საკუთარ წინა განცხადებებს, რომელიც ორი დღის წინ გააკეთეს. ამის გამოხატულებაა, სწორედ ეს გადაწყვეტილება. ამ სამუშაო ჯგუფის შექმნა, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" მოითხოვა.
ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპის მიერ Fara-ს გაწვევასთან დაკავშირებით თქვა, რომ "დიფთ სტეიტმა" გაიმარჯვა და გაიწვიეს ამერიკაშიო. ასევე თქვა, რომ საეჭვოდ დაემთხვა იმას, რომ "ქართული ოცნება" აპირებდა ამ კანონის მკაცრი ვერსიის შემოღებას საქართველოშიო. ნათელი ხდება, რომ დაკარგულია ყველანაირი კომპასი, მათ შორის მორალური კომპასი", - ამბობს ბაკურ კვარშილავა.
ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივანს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო და ამაზე ორმხრივი შეთანხებაც არსებობდა.