მართლმადიდებლური ეკლესია დავითობას აღნიშნავს

08.02.25 13:57
მართლმადიდებლური ეკლესია დავითობას აღნიშნავს

დღეს დავითობაა - ყოველი წლის რვა თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეფის, რომლის სახელსაც, ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები და ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

საგანგებოდ ამ დღისთვის ხალხი დილიდან გელათის ტაძართან არის შეკრებილი. იმის გამო, რომ დღემდე უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა წირვა ლოცვას მცირე ტაძარში ესწრება. მათთან ერთად იმყოფებიან კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებიც.

დღეს არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, ჩვენ ვიმყოფებთ გელათის ტაძრის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს წირვა- ლოცვა. დავით აღმაშენებელმა ათი საუკუნის წინ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ მისი მემკვიდრეობით და მის მიერ გაწეული ღვაწლი დღესაც ეხმარება ჩვენს ქვეყნის, მაგრამ ამავდროულად გელათის მდგომარეობა ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ დავით აღმაშენებლის ხსოვნის წინაშე, მის მიერ გაწეული ღვაწლის წინაშე, რომ შევძლოთ გელათში გადარჩენა და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.