"ჯერ იყო სიტყვა და თუ დავკარგავთ სიტყვას, დავკარგავთ თავისუფლებას" - თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა
თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის მქონე 3 000 ადამიანს აერთიანებს. თეატრალები, სტუდენტები, სოციალური მუშაკები, ადვოკატები და ემიგრანტები, ერთი კონკრეტული იდეის გარშემო ერთიანდებიან.
ადგილზე შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ დიალოგს ყველაზე დიდი ძალა აქვს და ყველაფერს გააკეთებენ დემოკრატიული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად.
"ჯერ იყო სიტყვა და თუ სიტყვას დავკარგავთ, დავკარგავთ თავისუფლებას" - ამ გზავნილით გამოვიდა საზოგადოებრივი ასამბლეის ყრილობაზე ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
ჯერ იყო სიტყვა, დღესაც არის სიტყვა თავისუფალი და მართალი. ადრესატამდე მისვლისთვის, მას უწევს დეზინფორმაციის, მანიპულაციის, პროპაგანდის ნიაღვრის გადალახვა, ამას უმატებენ შემზღუდავ კანონებს და ისევ სასტიკ ძალადობას. დავკარგავთ სიტყვას, დავკარგავთ თავისუფლებას. მწამს, რომ ამ ერთიან ძალისხმევას, კეთილსინდისიერ ძალისხმევას აუცილებლად მოჰყვება საერთო საზოგადოებრივი სიკეთე", - განაცხადა ვასილ ივანოვ ჩიქოვანმა.
დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი, რომელიც პროტესტის ნიშნად 7 დღე შიმშილობდა, ამბობს, რომ ამ პროცესებში მთავარი საზოგადოების ჩართულობაა.
ვინც არ უნდა მოვიდეს შემდგომში სახელ და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოება გავხდეთ დაკვეთით, მზად ვიყოთ, ვიცოდეთ რა გვინდა და მხოლოდ ეს არის ერთადერთი გარანტი, ჩვენი ჩართულობა, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვექნება'', - ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.
დელეგატები ერთ კვირაში შეხვედრას ისევ გამართავენ. მანამდე კი სამი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.