"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - სოფელ ჭვანაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ წუთებში გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მშობლიურ მხარეში, სოფელ ჭვანაში მისივე მხარდასაჭერი აქცია,
ირაკლი კობახიძის ბათუმში ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობს.
პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები ამბობენ, რომ ამაღლობელი სინდისის პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
მზია არის გმირი, მზია 28 დღეა შიმშილობს და ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი ამბავი. ამოვედით მის მშობლიურ სოფელში, სადაც იმართება პროტესტი. პროტესტი იმ უსამართლობის მიმართ, რაც ხდება მზიას მიმართ. შევიკრიბეთ მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებენ. მზია არის ღირსეული და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 28 დღეა ადამიანი შიმშილობს იმის გამო, რომ უსამართლობის განცდა აქვს. სინდისი უნდა აწუხებდეთ აქეთ. მივმართავ პროკურატურას, რომ შეცვალოს აღკვეთი, ეს ყოვლად დაუშვებელია. ძალიან გთხოვთ, რომ მიიტანოთ გულთან, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი. უსამართლოდ არის ეს ადამიანი დაპატიმრებული", - ამბობს მარიამ ამაღლობელი.
გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე 28-ე დღეა შიმშილობს.