2 თებერვლის ჯოჯოხეთური ღამე - რას ყვებიან "შაბათის ეთერთან" ნაცემი და ნაწამები მომიტინგეები
2 თებერვლის მოვლენები და მომიტინგეები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ დღეს რეჟიმმა მათ ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო - ცემა არადამიანური მეთოდებით, დამცირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა - შავნიღბიანები არ ინდობდნენ არავის.
რეჟიმის სისასტიკე თავის თავზე გამოსცადა დავით კაკაშვილმა, რომელსაც ომონელის მუშტის კვალი სახეზე ახლაც ეტყობა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი "შაბათის ეთერთან" ამბობს, შავნიღბიანებმა 2 თებერვალს თბილის მოლთან ჯერ ქუჩაში კამერების წინ, შემდეგ კი დაკავების მანქანაში სცემეს.
24 წლის სტუდენტის მონათხრობს ვიდეო მასალაც ადასტურებს. უწყვეტ კადრებში კარგად ჩანს, როგორ უსწორდებიან დაკავების მანქანაში მყოფ პირებს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. დაკავების ავტომობილში აქციის 4 მონაწილე ზის, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ვიდეომასალი მიხედვით, ერთი შავნიღბიანი პირი, მითითებას ზვიად ხარაზიშვილისგან იღებს, შემდეგ 4 სპეცრაზმელი დაკავებულებთან ადის და მათ ფიზიკურად უსწორდება.
კაკაშვილი ყვება, რომ მის თბილისი მოლთან ხარებას გამოჩენის შემდეგ, სპეცრაზმელები აგრესიულები გახდნენ, ემუქრებოდნენ და დედას აგინებდნენ ქალებს, რომლებიც 2 თებერვლის აქციაზე პოლიციელების სამიზნედ იქცენენ.
თამუნა თევზაძე, რომელიც შსს-ს თანამშრომლებმა თბილისი მოლის ტერიტორიაზე დააკავეს "შაბათის ეთერთან" ყვება, რომ სპეცრაზმი თუ კი აქციაზე ერთად მდგომ ქალს და მამაკაცს ხედავდა, ქალის გინებას იწყებდა ,რომ ამით აქციის მონაწილეები გამოეწვიათ. საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც პოლიციელების ძალადობის შედეგად ძირს დაგდებულ ქალს წამოდგომაში ეხმარეობა. დაკავების მანქანაში ჩატენეს. მასთან ერთად დააკვეს კიდევ ორი სტუდენტი გოგო და სკოლის მასწავლებელი ქალი.
ომონი 2 თებერვლის აქციაზე გაუსწორდა თეონა ბექიშვილსაც, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი და არაერთი წიგნის რედაქტორია. ბექიშვილი, რომელმაც წლების წინ საბჭოთა რეპრესიები საკუთარ ოჯახზე გამოსცადა, ამბობს, რომ ძირს დაგდებულს რამდენჯერმე გადაუარეს, შემდეგ კი მისი დაჭერაც სცადეს. ციხეს ხალხმა გადაარჩინა.
ამ დღეს რეჟიმის სამიზნე გახდა ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძეც, რომელმაც იზოლატორში 2 ღამე არარსებული დანაშაულისთვის გაატარა.
რას ყვებიან ნაცემი და ნაწამები მომიტინგები, რომლებმაც რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს, ვრცლად ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟში.