ვინ არის კაცი, რომელიც 2 თებერვალს ხალხის დარბევას "ხარებასთან" ერთად მეთაურობდა და რომლისთვისაც ადამიანების ცემა "სპორტია"

08.02.25 21:30
ვინ არის კაცი, რომელიც 2 თებერვალს ხალხის დარბევას "ხარებასთან" ერთად მეთაურობდა და რომლისთვისაც ადამიანების ცემა "სპორტია"

"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური კადრები - ხალხის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევის დღეს, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან, გდდ-ს შეფი "ხარება", შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილთან ერთად მოქმედებდნენ.

სამარღანიშვილი, რომელსაც გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაწერა, ამბობს, რომ მოქალაქეების ცემა და სახის ძვლების მტვრევა, "სპორტია".

"თბილისი მოლთან" 2 თებერვალს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სამარღანიშვილი და ზვიად ხარაზიშვილი ერთად აკონტროლებენ მოქალაქეებზე ძალადობას.

ძალადობის პირველი ტალღის შემდეგ კი, სამარღანიშივლი ხარებასთან მიდის და ინფორმაციას აწვდის, ამის შემდეგ ხარება 3 ზარს ახორციელებს და სავარაუდოდ, დავალებას იღებს.

კითხვაზე, ვისგან იღებდა ბრძანებას ზვიად ხარაზიშვილი - ვახო გომელაურისგან თუ პირადად ბიძინა ივანიშვილისგან? სამარღანიშვილი "შაბათის ეთერს ეუბნება, რომ "ხარებას დავალების მიცემა არავისგან სჭირდება, რადგან თვითონ ართმევს ყველაფერს თავს".

რა ვიცით უშაულოდ ნიკოლოზ სამარღანიშვილიზე:

  • ძმა - აფხაზეთის პოლიციის უფროსია, შვილი - გიორგი სამარღანიშვილი კი ერთი კვირის წინ სამოქალქო აქტივისტის, ილია ღლონდის სახლში შევარდნის სპეცოპრაციას ხელმძღვანელობდა.
  • მათი გარემოცვის წევრი და შვილის ახლო მეგობარი გოგი ბაგიანი, რომელიც თბილისის მე-5 განყოფილების უფროსია,  კი ჟურნალისტებისთვის აქციებზე არის მიჩენილი.  ის 4 თებერვალს, პარლამენტთან, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ მედიასთან და ქალებთან დასაპირისპირებლად გაუშვეს. თუმცა ბაგიანი მარტო მათ არ დაპირისპირებიათ, "შაბათის ეთერთან" მასზე, მძიმე ისტორიებს ყვებიან დაკავებული არასრულწლოვნებიც.

სამარღანიშვილის სახელი ბევრ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის კორტების საქმეშიც, სადაც იური ვაზაგაშვილი "ტყუპ ძმას" შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა.

სამარღანიშვილი ასევე ფიგურირებდა 2021 წლის ივლისში ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებაში, მაშინ მელია ამბობდა, რომ სამარღანიშვილი ნარკოზემოქმედების ქვეშ იყო და მისგან ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას მოითხოვდა.

ახლა მთავარი კითხვაა, ერთ დროს ნარკოსკანდალის გამო პოლიციის უკანა რიგებში გადაყვანილი მაღალჩინოსანი, ვისი გადაწყვეტილებით გამოუშვეს მომიტინგეების წინააღმდეგ.

დეტალები, ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში.