"შაბათის ეთერის" ინტერვიუ კაცთან, რომელზეც "ხარებამ" 2 თებერვალს წიხლებით იძალადა
2 თებერვლის სისხლიანი დარბევა და "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებული ვიდეოკარები, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ, რომ მან, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
რა ჩანს კადრებში: ხარება თავდახილ მოქალაქეს წიხლს ურტყამს, რის შემდეგად ის წამების მანქანაში გადაჰყავთ.
პირი, ვისზეც ხარებამ იძალადა, 28 წლის მამუკა დიასამიძეა, რომელიც "შაბათის ეთერთან" გამაოგენებელ სისასტიკეზე ჰყვება.
"ხარებას მიგვარეს ჩემი თავი, თავს მაწევინებდნენ და აბა მიდი შეაგინეო"- ამბობს დიასამიძე.
"შაბათის ეთერის" მიერ გადაღებულ უწყვეტ კადრში კარგად ჩანს, რომ კონტაქტი ხარაზიშვილის მოქნეულ წიხლსა და დაკავებულ დემონსტრანტს შორის ნამდვილად შედგა. ამ კონტაქტის კვალი დარჩენილია დიასამიძის სახეზეც.
შაბათის ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ დიასამიძე ერთადერთი არ იყო ხარაზიშვილის სამსჯავროზე. ასევე უწყვეტ კადრში ჩანს, რომ მამუკას შემდეგ, ხარებასთან კიდევ ორი მომიტინგე მიჰყავთ. მათ შორის ერთ-ერთი გედევან კუპრავაა, მეორე კი ზუკა ჩაჩუაა.
ძალადობის გამაოგნებელი ისტორიები ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში.