"ხარებას" მარჯვენა ხელი, რომელიც 2 თებერვლის აქციაზე ქალებს "100 ლარიან ...." ეძახდა - "შაბათის ეთერმა" კადრები გაშიფრა
2 თებერვლის სისხლიანი დარბევის დღეს გდდ-ს შეფი "ხარება" დავალებას იოსებ მარგველაშვილს აძლევდა, მარგველაშივლი კი სპეცრაზმელებს - ეს კარგად ჩანს "შაბათის ეთერის" მიერ რამდენიმე კამერის მიერ გადაღებული, მრავალსაათიანი ვიდეო მასალის გაშიფვრის შემდეგ.
იოსებ მარგველაშივლი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და ზვიად ხარაზიშვილის მარჯვენა ხელია. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სწორედ ის არის პირი, რომელსაც სისხლიანი ნოემბრის დროს, ხალხის ქუჩა-ქუჩა დევნის და ბნელ ჩიხებში ცემის დავალება ჰქონდა მიღებული.
ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებს, ქალების მიმართ კი ბილწსიტყვაბით გამოირჩევა. მოქალაქეების თქმით, ის თბილისი მოლის მიმდებარედ გაამრთულ საპროტესტო აქციაზე ქალებს "100 ლარიან პუტ....ებს ეძახდა"
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მარგველაშვილი არა მხოლოდ თბილისი მოლთან ჰყავდათ მიბილიზებული, არამედ ხარება და იოსები, რუსთაველზე მსველობით წასულ მომიტიგეებსაც მისდევდნენ.
მარშალ გელოვანის გამზირზე, აგროჰაბის მიმდებარე ტერიტორაზე გადაღებულ კადრებში ჩანს ხარებას ჯიპი, რომელიც ხალხის ჯგუფს შეუვარდა და ასევე ჩანს მარგველაშვილი.
ასევე რამდენიმე რაკურსით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულებისთვის განკუთვნილი მიკროავტობუსი და ხარებას ავტომობილი გვერდიგვერდ დგანან ერთმანეთს უყურებენ. ანუ ზვიად ხარაზიშვილი იქვე ხედავდა, როგორ უსწორდებოდნენ წამების ფურგონში მოხვედრილებს.
დეტალები, ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში