თბილისის მერიის მაღალჩინოსნის სავარაუდო რეკეტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - რა კავშირი აქვს დაკავებულს კალაძესთან

08.02.25 20:40
თბილისის მერიის მაღალჩინოსნის სავარაუდო რეკეტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - რა კავშირი აქვს დაკავებულს კალაძესთან

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება - საბურთალოს გამგებლის მოადგილე, ლუკა კანკავა რომელიც, მშენებელი ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის ახლო ნათესავი, სავარაუდოდ მამიდაშვილია. თბილისის მერი ფაქტს ვერ უარყოფს.

47 წლის მშენებელი 31 იანვარს მოკლეს - თემურ ტოლიაშვილს, ლოლოში, საქ ნავთის დასახლებაში, სადაც კამერები არ არის, ჩასაფრება მოუწყვეს და  სამი ტყვია ესროლეს. 

  • საბურთალოს გამგებლის მოადგილესთან ერთად, ბრალი წარდგენილი აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ბიზნესმენ ზუკა შენგელიასაც. მისი დაკვეთით აშენებდა ლილოში საწყობს მშენებელი თემურ ტოლიაშვილი. მკვლეობაც სწორედ მშენებარე საწყობთან მოხდა.  

მოკლულის ძმა "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული, საბურთალოს გამგებელის მოადგილე კომპანიებს, რომლებიც საგზაო და ინფრასტრუქტურლ სამუშაოებს ასრულებედნენ, წილს სძალავდა და რომ რეკეტს მერიის მაღლაჩნოსსნისა სახელით, სისტემატური ხასიათი ჰქონდა. 

ტოლიაშვილის ძმა დარწმუნებულია, რომ მერიის მაღლჩინოსანმა მისი ძმის მკვლელობა შურისძიების მოტივით წინასწარ მოამზადა, რადგან სავარუდოდ კანკავას მორიგ ჯერზე ტოლიაშვლმა თანხის გამოძალვის უფლება არ მისცა. 

მამუკა ტოლიაშვილი ამბობს რომ ყველა მოგებული ტენდერიდან ლუკა კანკავა მათ წილს თხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოგებული ტენდერის შესრულებაში ხელს უშლიდა. 

და ეს ყველაფერი არ არის, მოკლული ძმის მონაყოლით ვიგებთ, რომ კანკავამ მათ საგურამოში მათივე სახსრებით სამსამსართულიანი სახლის აშენება აიძულა, შემდეგ კი აუზის და გალავანის გაკეთებაც მოითხოვა. დამატებულ სამუშაოებზე უარი რომ მიიღო, მამუკა ტოლიაშვილის თქმით, ის კანკავამ შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანა, სადაც მეგობრებთან ერთად ელოდებოდა და დანით დაჭრა.

ძმებ ტოლიაშვილებს მაშინ კანკავასათვის არ უჩივლიათ და არც ეს ამბავი გახმაურებულა

და ეს ყველაფერი არ არის, ტოლიაშვილის ძმა ამბობს, რომ საგურამოს სახლის მშენებლობისას ლუკა კანკავა ნაძალადევის რაიონის გამგებელს, ირაკლი ანდღულაძეს მშენებელი ძმებისთვის,  მოგებული ტენდერების შესრულებული სამუშაოების თანხების ჩარიცხვას უკრძალავდა, თუმცა ამის შესახებ "შაბათის ეთერთან" ირაკლი ანდღულაძემ რატომღაც ვერაფერი გაიხსენა. 

კახა კალაძე კი ამტკიცებს, რომ არ იცის და აქამდე მისთვის არავის მოიყოლია, თუ თბილისის მერიის მაღალჩინოსანი, ასევე მისი ცოლის ნათესავი რეკეტით იყო დაკავებული. 

"შაბათის ეთერმა" ასევე გაარკვია, რომ ლუკა კანკავა წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, გაუფრომებელი იარაღით გადაადგილდებოდა და იცოდნენ მის სამსახურშიც.  ჩვენს მიერ მოპობვებული ინფომაციით, ის არა მხოლოდ კახი კალაძის ახლო გარემოცვის წევრია, არამედ "ქართული ოცნების"  რეგიონალური მდივნის მოადგილის და არალეგიტიმური პარლამენტის წევრის ლევან მაჭავარიანისახლო მეგობარია. 

  • ამიტომ ახლა მთავარი კითხვაა, სარგებობდა თუ არა კანკავა, მაჭავრიანის და კალაძის გავლებით და მფრაველობით.

ფულის გამოძალვის სქემა მერიის ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნის სავარაუდო რეკეტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში.