27 წლის სოფო ბიჭაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება - პოლიციის ფაილები და საქმის ოქროს მოწმის ჩვენება "შაბათის ეთერში"
რას შეეწირა 27 წლის სოფო ბიჭაშვილის სიცოცხლე? - 4 ივლისს თბილისში ზღვის უბნის დასახლებაში, ერთ-ერთ სხკვერში ახალგაზრდა გოგო ცოცხალმკვდარი იპოვეს, მას სასწრაფოს მოსვლამდე გული გაუჩერდა.
ამ დღის შემდეგ შვილმკვდარი დედა სამართალს ეძებს, მაგრამ უშედეგოდ.
27 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გამოძიება ფორმალურად 115 -ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. დედას და ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არც ახლა და არც მაშინ კატეგორიულად არ სჯეროდა.
დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილზე სკვერში იძალადესდა შემდეგ მოკლეს.
თვითმკველობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს საქმეში არსებეული ბუნდოვანი გარემოებები, მოწმეების არადამაჯერებლი ჩვენები, უცნაური დამთხვევები და სხვა გარემოებებიც აყენებს - “შაბათის ეთერმა" პოლიციის ფაილები მოიპოვა.
მასალების გაშიფვრის შედეგად ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილი ზღვის უბანში არსებულ სკვერში, ასევე გაურკვეველია როგორ ავიდა ის 9 სართულიანი კორპუსის სახურავზე, საიდანაც პოლიციის ვერსიით, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა.
გამოძიების ვერსიით, 27 წლის სოფო, საბურთალოდან ზღვის უბნის დასახლებაში უცნობ მამაკაცთან შესახვდრად ტაქსით წავიდა, ეს უცნობი მამაკაცი ახლა საქმის ოქროს მოწმეა, რომელიც ჩვენებაში, რომელიც "შაბათის ეთერმა მოიპოვა, ყვება, რომ იმ დღეს სოფო შემთხვევით გაიცნო, როდესაც დუბაის მოქალაქე მეგობართან ერთად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მოწმე ჩვენებაში ამტკციებს, რომ სოფოს გაცნობის შემდეგ ნომრები გაცვალეს, რამდენიმე საათში შეხვდნენ, ავტომობილით ზღვის უბანში ერთ ერთი კორპუსის ძველ სკევრში გაჩერდნენ და როდესაც სოფომ ავტომობილი დატოვა, თუ კაცს დავუჯერებთ, მას ეძინა და არაფერი გაუგია, თუმცა საწინააღმდეგოს აჩვენებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში, სადაც ჩანს, რომ ის სკევრს ქალის გამოსვლიდან ზუსტად 56 წამში ტოვებს და პანიკა ეტყობა.
კიდევ რა საეჭვო გარემოებები არსებობს საქმეში, რომლის გამოძიებაც თვითმკვლელობის მუხლით გრძელდება, ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში.