"დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ბრახუნი, სამი პოლიციელი იყო" - რას წერს აქტივისტი ნიკა ნარსია

09.02.25 10:26
"დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ბრახუნი, სამი პოლიციელი იყო" - რას წერს აქტივისტი ნიკა ნარსია

აქტივისტი ნიკა ნარსია სოციალურ ქსელში წერს, რომ დილის 08:00 საათზე მასთან სახლში პოლიცია მივიდა და ოქმი ჩააბარა. მისი თქმით, აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმეს.  

დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ძლიერი ბრახუნი, გამეღვიძა, მე მეუღლე და 8 თვის შვილი ტასო ვცხოვრობთ წეროვანში საიდანაც ყოველ დღე დავდივარ აქციებზე.

გავაღე უცებ კარები მეთქი ჩემი ძაღლი ხომ არ გადახტა გარეთ ეზოდან, "კანე კორსო", ვინმე ხომ არ შეაშინა, არავის ერჩის, დიდია, უბრალოდ საშიშად გამოიყურება და ზოგჯერ იპარება.

გავაღე კარი და სამი პოლიციელი, რამოდენიმე იქეთ პერიმეტრს აკონტროლებს, ძილბურანში ვალაგებ ვარიანტებს, ჩხრეკაა, ავყავარ, აუ ისევ იმ "ნარებზე" რა დაწვება ციხეში გვერდები რომ მქონდა გაბრტყელებული, რამდენი წელი ვერ ვნახავ ცოლ-შვილს და უცებ გააძრეს ოქმი: ბატონო ნიკოლოზ, 5 000 ლარით ხართ დაჯარიმებული და რომ ჩაიბარეთ, დავაფიქსიროთ და 10 დღე გაქვთ გასაჩივრებისთვისო.

ორი საქმეზე 27-ში მაქვს სასამართლო იგივე გზის გადაკეტვაზე კიდევ.

აი, სირაძის მიმართვა აღასრულა შსს-მ და აწი სასამართლოსაც აღარ შეაწუხებენ, თვითონ შსს გაგვასამართლებს და ამ საკითხშიც პირველობას ხომ არ ჩამომართმევდნენ, გახსნეს სეზონი შსს გვიჭერს, ბრალს გვდებს და "გვასამართლებს" კიდეც, რამდენი სერვისი აქვთ ხედავთ? ვახ! უცებ ფილმ მონანიებაში მეგონა თავი, კარებზე ბრახუნი უბედურებას რომ ნიშნავს, ვნახოთ, ხვალ, ზეგ რაზე დააბრახუნებენ, ის კი იციან, რომ ციხიდან უფრო ამაყი გამოვედი და გამოვალ.

დღეს უფრო მეტნი უნდა ვიყოთ რუსთაველზე, - წერს ნარსია.