აქტივისტ ანი კვანჭილაშვილს ტიტუშკებმა ბინის აივანზე გადმოფენილი დროშები დაუჭრეს და წარწერები დაუტოვეს

09.02.25 13:56
აქტივისტ ანი კვანჭილაშვილს ტიტუშკებმა ბინის აივანზე გადმოფენილი დროშები დაუჭრეს და წარწერები დაუტოვეს

"ქართული ოცნება" კრიტიკოსების განეიტრალებას სახლებში მივარდნებით განაგრძობს. ტიტუშკები იყვნენ მობილიზებული ცოტა ხნის წინ ანა კვანჭილაშვილის სახლთან. საპროტესტესო აქციების აქტიურ მონაწილეს, რომელიც პირველ სართულზე ცხოვრობს, აივანზე გამოფენილი დროშები დაუჭრეს, აივანზე კი წარწერები დაუტოვეს. 

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან უკვე რამდენიმე საათი გავიდა, კვანჭილაშვილის სახლთან ამ დრომდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ გამოჩენილან. არავინ დაინტერესებულა, ვინ ცდილობდა ახალგაზრდა ქალის სახლში შესვლას. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კვანჭილაშვილის დაშინებას და გაჩუმებას ცდილობენ. ტიტუშკებამდე იყო პოლიცია, რომელიც აქტივიტის სახლში მოტყუებით შევიდა.

გამოვედი, უბრალოდ, რაღაცეები უნდა მეყიდა და დროშები ვერ შევნიშნე, რომლებიც უკრაინაში ომი რომ დაიწყო, იმის მერე საქართველოს და უკრაინის დროშა კიდია ამ აივანზე და ვნახე, რომ გადაგდებული იყო და მერე დავაკვირდი წარწერას. წარწერას თუ შეხედავთ, მარტივად იკითხება ვისი გაკეთებულია, იმიტომ, რომ ასე წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი, რომელიც შიშის დათესვას ცდილობს ადამიანებში, ერთი კატეგორიაა და ერთი ხალხის ინტერესია ეს. არ ვშინდები. პრინციპში, არც ვნერვიულობ ამის გამო, მეცინება კიდეც. ერთადერთი, რაც არის, ამ ოთხაში ბავშვებს სძინავთ და თუ ხედავთ, პრაქტიკულად, შემოსული იყო და უსაფრთხოების საკითხია, მაგრამ რავიცი, ვინმე არის დაცული დღეს? ეს უნდა შევცვალოთ, რომ რიგითი ადამიანებისთვის ცხოვრება გახდეს მშვიდი. ადამიანები სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯებით ანუ ჩემს შემთხვევაში, სახლშიც იყვნენ მოსულები, ბავშები დამიზაფრეს 72 წლის ბებიასთან ერთად, - ამბობს აქტივისტი.