"მინიმალურ ტარიფებში ვმუშაობთ" - ტაქსის მძღოლები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან

თბილისის ცენტრში ამ წუთებში აქცია იწყება. რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლები და კურიერები იკრიბებიან. მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ჩამონათვალშია ახალი რეგულაციების დაწესება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც კურიერად მუშაობენ, მაგრამ ქართული არ იციან.
შეკრებილები სიმბოლურად მსვლელობას აეროპორტისკენ განაგრძობენ, რადგან მათი განმარტებით, განსაკუთრებული მოთხოვნა ტაქსის მძღოლებზე სწორედ აეროპორტშია. მათივე თქმით, როგორც კი დანიშნულების ადგილამდე მივლენ, აპლიკაციას გათიშავენ.
დაარეგულიროს ამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლა და დასაქმება ამ სფეროში. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წაბრძანდეთ, ევროპულ ქვეყანაში, ეს იქნება ევროკავშირის თუ არაევროკავშირის წევრი ქვეყანა, აბსოლუტურდა ყველა ქვეყანაში დარეგულირებულია ეს საკითხი. რა ნდობასაც ჩვენ გვიცხადებენ მომხმარებლები, ეს ნდობა იკარგება. უარგუმენტოდ დაბლოკილი მძღოლები ვართ და ეს უპირობო მოთხოვნაა, აბსოლუტურად ყველა მძღოლს მოეხსნას ბლოკი, იმიტომ, რომ მძღოლები იბლოკებიან არგუმენტის გარეშე. არის უზარმაზარი პროცენტი, რა პროცენტზეც ჩვენ ვმუშაობთ, ძალიან მინიმალურ ტარიფებში ვმუშაობთ და ეს ავტომობილები, ზოგს ქირით აქვს, ზოგს საკუთრებაში აქვს, ამ ავტომობილებს სჭირდება მოვლა, მოფრთხილება, - ამბობს აქციის მონაწილე.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ აქციებს მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ. ამბობენ, რომ გეგმავენ, აპლიკაციები პიკის საათებში გათიშონ.