ახალი თეატრი ოზურგეთშია - საპროტესტო მანიფესტს დღეს ოზურგეთის თეატრის მსახობებიც შეუერთდებიან
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! - ამ მოთხოვნას მსახიობები "ქართულ ოცნებას" დღეს ოზურგეთიდან წაუყენებენ. ვასო აბაშიძის ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტით მაყურებლის წინაშე ზუსტად 18:00 საათზე წარდგება. ქალაქის ცენტრში სცენა უკვე მოწყობილია. მსახიობები აქცია-სპეკტაკლისთვის ემზადებიან.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ახალი თეატრის პროტესტს უერთდება ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დასიც. მსახიობები აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
პირველ რიგში, მე ვახო ჩხარტიშილი, ვარ მოქალაქე, ამ ქვეყნის შვილი და აქედან გამომდინარე ჩემთვის უზენაესი არის სამშობლო და ამ სამშობლოშ მჭირდება თავისუფლება, რამეთუ მე თავისუფლების გარეშე ვერ წარმომიდგენია ხელოვნება და აი, ამიტომ ვდგავარ დღეს აქ, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში ეს დიქტატორული რეჟიმი და გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც ტყუილუბრალოდ ჰყავთ ციხეში გამომწყვდეულები. ქალი, რომელიც უკვე თითქმის ერთი თვეა, ქალბატონი მზია შიმშილობს და თითქოს არაფერი ხდებოდეს, მსგავსი არაფერი მახსოვს, - ამბობს ოზურგეთის თეატრის მსახიობი ვახო ჩხარტიშვილი.