ბიზნესის დემარში - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას მერიის მიერ ერთხელ უკვე დაწუნებული კომპანია ჩაატარებს

09.02.25 17:50
ბიზნესის დემარში - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას მერიის მიერ ერთხელ უკვე დაწუნებული კომპანია ჩაატარებს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას თბილისის მერიის მიერ ერთხელ უკვე დაწუნებული კომპანია ჩაატარებს. ეს გადაწყვეტილება კალაძემ ბიზნესის დემარშის შემდეგ მიიღო. არცერთმა კომპანიამ ისურვა დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია, რადგან ბიზნესი მიხვდა, რომ კალაძეს სამუშაოები საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო სურდა.

მერია იძულებული გახდა, დაწუნებული კომპანიის განცხადება თავიდან მიეღო. "დინ გრუპი"  რეაბილიტაციას ოპერიდან თავისუფლების მოედნამდე ჩაატარებს.

პირველი ტენდერები, რომელიც კალაძემ გამოაცხადა, ეს ტენდერები არ შედგა, არცერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა, ხოლო დანარჩენი ორი ტენდერი, რომელიც შედგა და ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩამდე, აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული იყო „დინ გრუპი“, რომელსაც დისკვალიფიკაცია მისცეს და ახლა დარჩა კომპანია „სმარტ სოლუშენი“, რომელიც ეკუთვნის ბექა ოდიშარიას ქვისლს, ხოლო დისკვალიფიცირებული კომპანია, რომელსაც კალაძემ არ ანდრო ჭოველიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე რეაბილიტაცია, ახლა გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც არის ჭავჭავაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, - ამბობს „ცვლილებისთვის“ წევრი ბესიკ დონაძე.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კი თბილისის მერიას სავარაუდო კორუფციულ სქემებში ადანაშაულებს.

თბილისის მერიასთან ურთიერთობის პრინციპები ძალიან კარგად იციან კეთილსიდისიერმა კომპანიებმა და შეიძლება, ესეც იწვევდეს კონკურენციის ნაკლებობას კონკრეტულ ტენდერებში, თყმცა ძირითადი პრინციპი და წესი ყველამ ძალან კარგად იცის. ეს არის კორუფცია, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას დიდი ალბათობით წინასწარ ჰყავს შერჩეული კომპანია და ახლა ეს ტენდერები იშლება იმისთვის, რომ შემდეგ უკვე ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაუფორმონ ხელშეკრულება იმ კომპანიას, რომელსაც უნდა, კალაძემ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშრებულმა კორუფციულმა იმ დიდმა სინდიკატმა, რომ მისცენ ეს ტენდერი, - ამბობს საბა ბუაძე. 

ოპოზიცია ამბობს, რომ იმ დროს, როცა ქვეყანაში უწყვეტი პროტესტია, ტენდერის გამოცხადება ნიშნავს, რომ კალაძეს პროტესტის ჩახშობა სურს. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდება.